ვინ აცმევს მელანია ტრამპს?

მელანია ტრამპის ჩაცმულობამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, როდესაც მიგრანტების შვილების სანახავად მივიდა ქურთუკით, რომელზეც ეწერა “I Really Don’t Care, Do U?” (“მე ეს არ მაღელვებს, შენ?”). დონალდ ტრამპის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის გამო საემიგრაციო ბანაკში ბავშვებს მშობლებს აშორებენ და ცალკე შენობაში ყავთ, რამაც მსოფლიო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მელანიას ჩაცმულობა აქამდეც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

მოგვიანებით წარწერა მეუღლის ქურთუკზე დონალდ ტრამპმა მისთვის ჩვეული სტილით ახსნა და მელანიას “პროტესტი” მედიაში გავრცელებულ ცრუ ამბებს დაუკავშირა:

თუ როგორ ირჩევა პირველი ლედის გარდერობი, გამოცემამ The Cut იმსჯელა.

მელანიას სტილისში ერვე პიერი Carolina Herrera-ს ყოფილი კრეატიული დირექტორია. მანამდე ის ბარბარა ბუშთან, ჰილარი კლინტონთან და მიშელ ობამასთან მუშაობდა. თუმცა, ერვე აღიარებს, რომ მელანიასთან მუშაობის შედეგი “მისი ყველაზე ძლიერი მხარე” ნამდვილად არ არის. Times-თან ინტერვიუში სტილისტმა აღნიშნა, რომ “ყოველთვის, როდესაც სამოსის იდეაზე მუშაობს, თავს ეკითხება თუ სად მიდის ეს ქალი”.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პერიოდში ბევრმა დიზაინერმა, მაგალითად Marc Jacobs, Derek Lam, Tom Ford, Philip Lim უარი თქვა მელანიასთან თანამშრომლობაზე, თუმცა მათ შორის არ იყვნენ Diane von Furstenberg, Tommy Hilfiger და Thom Browne.

მელანია ტრამპი ტანსაცმლის საფასურს საკუთარი ჯიბიდან იხდის, უფრო სწორედ დონალდის ჯიბიდან, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი პრეზიდენტია. პირველ ლედის დიზაინერებისგან საჩუქრების მიღება შეუძლია, თუმცა ისინი ავტომატურად სახელმწიფო საკუთრება ხდება და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ყველა ნივთი ნაციონალურ არქივში ინახება.

წითელი ხალიჩის სტილისტმა ფილიპ ბლოხმა, რომელმაც ტრამპებთან რამდენჯერმე იმუშავა, აღნიშნა, რომ მელანია ტანსაცმელს ყიდულობს და მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, რადგან მდიდარი ადამიანის მეუღლეა და ყველაფრის ყიდვა შეუძლია, რასაც მოისურვებს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: