ცნობილია ვინ შეასრულებს ქეით მიდლტონის როლს ფილმში მეგანსა და ჰარიზე

სანამ მთელ მსოფლიოში ჰარის მომავალ ქორწილს განიხილავენ, მეგან მარკლსა და პრინც ჰარიზე ფილმის ავტორებმა სამსახიობო ნაკრები შეარჩიეს. როგორც უკვე ცნობილია მეგანისა და ჰარის როლები პარისა ფიტც-ჰენლის და ფრეიზერ მიურეის შეხვდათ. გუშინ კი პრინც უილიამის, ქეით მიდლტონისა და ბავშვების – პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას როლის შემსრულებლები დაამტკიცეს.

კემბრიჯის ჰერცოგინიას როლს მსახიობი ლორა მირჩელი შეარსულებს. ლორას ნამუშევარი აქვს სერიალებზე „დირკ ჯენტლის დეტექტიური სააგენტო“ და „მე – ზომბი“, ასევე, ფილმში „ამერიკული პეროგი“.

პრინც უილიამის როლი ავსტრალიელ მსახიობს, ბერჯეს ებერნეტის მიანდეს. ტახტის ყველაზე პატარა მემკვიდრეების როლს კი პრესტონ კარვატი და ბრიელა ვაინტბაუერი ითამაშებენ.

ახალი ფილმი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობაზე მოგვითხრობს მათი შეხვედრის მომენტიდან ნიშნობამდე. მისი პრემიერა წყვილის ქორწილის თარიღს, 19 მაისს ემთხვევა. მსგავსი დოკუმენტური პროექტი პრინც უილიამსა და ქეითზეც გადაიღეს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: