იტალიელი რეჟისორი ვიტორიო ტავიანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

“ის ხანგრძლივი ავადმყოფიბის შემდეგ გარდაიცვალა” – განაცხადა ვიტორიო ტავიანის ქალიშვილმა. ვიტორიო და პაოლო – ძმები ტავიანები 60-იანი წლების იტალიური კინოს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან. მათი ბოლო ნამუშევარი ეკრანზე 2017 წელს გამოვიდა.

ტავიანების ფილმმა “მამა-მბრძანებელი”(Padre Padrone) 1977 წელს “ოქროს პალმის რტო” მოიგო, ხოლო დოკუმენტური დრამა “კეისარი უნდა მოკვდეს”(Caesar Must Die) 2012 წელს ბელინში “ოქროს დათვის” მფლობელი გახდა.

 

ახალგაზრდა ვიტორიომ პიზის უნივერსიტეტში სამართლის შესწავლა დაიწყო, მაგრამ კინოთი დაინტერესდა და სწავლა მიატოვა.

ძმებმა ტავიანებმა პირველი მხატვრული ფილმი 1962  გადაიღეს და მას შემდეგ აგრძელებდნენ ერთად მუშაობას.

ძმები ხშირად თანამშრომლობდნენ იტალიელ მსახიობ მარჩელო მასტროიანისთან, რომელიც მათ “პაოლოვიტორიოს” ეძახდა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: