ვერა ვონგის 2019 წლის ფერადი საქორწინო კოლექცია

68 წლის ვერა ვონგს ზურგს უკან თითქმის 30-წლიანი კარიერა აქვს. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და წარმატებულმა საქორწინო სამოსის დიზაინერმა Harper’s Bazaar-თან მის შეხედულებებზე მოდაზე და ახალ კოლექციაზე ისაუბრა.

მომდევნო სეზონის კოლექციაში ვერამ კონცენტრაცია ფერზე და ექსცენტრიკულ თანამედროვე ელემენტებზე გააკეთა. მან მომხმარებელთა ყურადღება უნაკლო ხელით ნამუშევარზე მიმართა. ასევე, ახალი სახით წარმოადგინა კლასიკური კორსეტი, რომლითაც ყველას თავი დაამახსოვრა.

“ეს ჩემთვის საქორწინო ლექსიკაში კიდევ ერთი გამოცდილება იყო. ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლიდი, რომ ნამუშევრები სრულად ხელით შექმნილიყო. თითოეული ნაკეცი ატელიეში შეიკერა. ჩვენ ამ კოლექციაში უფრო მეტად არა კომერციული მხარე, არამედ დრო, ჩანაფიქრის დროულად განხორციელება გვაღელვებდა” – აღნიშნა დიზაინერმა.

ვონგის სიტყვებით, კაბები ძირითადად წულის მატერიითაა შესრულებული, ამ მასალასთან მუშაობას კი ცოდნა სჭირდება. მნიშნველოვანია, ფენები ერთმანეთზე სწორად დალაგდეს, რომ უბრალოდ მოცულობითი კაბა კი არა, მოძრაობა და მოხერხებულობა შეიქმნას.

განსაკუთრებულად შეირჩნენ მოდელებიც. ფოტოსესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენს “განსხვავებულობაზე”. მათ კი, ვისაც თეთრი კაბის მორგება ურჩევნია, დიზაინერი ჰპირდება, რომ ყველა მოდელს აწარმოებს სპილოს ძვლის, ალებასტრის, თეთრსა და ანტიკურ თეთრ ფერში. მაგრამ, სწორედ ფერადი კოლექციაა მიმართული “სტერეოტიპებისა და ჩამოყალიბებული შაბლონების” დასანგრევად.

 

კომენტარი
%d bloggers like this: