ზაჰა ჰადიდის პროექტით მაკაუში ახალი სასტუმრო გაიხსნა

მაკაუში, ჩინეთში ზაჰა ჰადიდის დაპროექტებული სასტუმრო Morpheus გაიხსნა, რომელიც არქიტექტორის გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე დაიგეგმა. მასზე ბიურომ Zaha Hadid Architects იმუშავა.

This slideshow requires JavaScript.

ახალი შენობა სათამაშო-სასტუმრო კომპლექსის City of Dreams მეხუთე კოშკს წარმოადგენს. კორპუსის არქიტექტურაში გეომეტრიული და ბიომორფული ელემენტებია გაერთიანებული, ფასადზე კი ბადისებრი სტრუქტურაა.

Morpheus-ის 40 სართულზე 780-მდე ნომერია განთავსებული, ასევე, რესტორნები, მაღაზიები, კაზინო, სპა-ცენტრი და აუზი ღია ცის ქვეშ.

კომენტარი
%d bloggers like this: