“სამეფო კარის თამაშებში” გარდაცვლილი პერსონაჟები დაბრუნდებიან

ზოგიერთი პერსონაჟი, რომელიც სერიალის “სამეფო კარის თამაშების” სხვადასხვა ეპიზოდში გარდაიცვალა, მალე ეკრანზე დაბრუნდება.

საუბარია სტარკების სახლის მთავარზე, ნედზე, რომელსაც ჯერ კიდევ პირველი ეპიზოდის ფინალში თავი მოჰკვეთეს.

ხმები, რომ შონ ბინი სამსახიობო ჯგუფს შეუერთდა მას შემდეგ გავრცელდა, რაც მსახიობი ირლანდიაში, ბელფასტში, გადასაღებ მოედანზე შეამჩნიეს.

ასევე, ჟურნალისტებმა რამდენჯერმე ჯეისონ მომოაც შეამჩნიეს, რომელიც სერიალში ქხალ დროგოს როლს ასრულებდა.

Entertainment Weekly-ის ინფორმაციით შონ ბინისა და ჯეისონ მომოას გმირებს არა სერიალის ფინალურ სეზონში, არამედ სპეციალურ ეპიზოდში ვიხილავთ, რომელიც მერვე სეზონის ჩვენების შემდეგ გამოვა.

ისღა დაგვრჩენია გაზაფხულამდე დავიცადოთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ “სამეფო კარის თამაშების” პრიქველში მთავარ როლს ნაომი უოტსი შეასრულებს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: