თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს კინოთეატრ “ამირანში” თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა,სადაც ფესტივალის გამარჯვებული ფილმები გამოვლინდნენ.

ჟიურის წევრები იყვნენ: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში და სელინ ნუსი, ხოლო თავმჯდომარედ მოწვეული იყო ლიეტუველი რეჟისორი რაიმუნდას ბანიონისი.

სექცია „ქართულ პანორამას” ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის” და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის” დამფუძნებლები ერიკა და ულრიხ გრეგორები აფასებდნენ ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთანერთად.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:

“ოქროს პრომეთე” (საუკეთესო ფილმი) – “ბროლის გედი” (ბელარუსი, აშშ, გერმანია, რუსეთის ფედერაცია, 2018), რეჟისორი: დარია ჟუკი

“ვერცხლის პრომეთე” (საუკეთესო რეჟისურა) – “მშვიდი ღამე ” (პოლონეთი, 2018), რეჟისორი: პიოტრ დომალევსკი

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა მარტინა აპოსტოლოვას, მთავარი როლისთვის ნადეჟდა კოსევას ფილმში „ირინა”, (ბულგარეთი, 2018).

“ქართული პანორამის” გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი – “აღლუმი”, რეჟისორი ნინო ჟვანია, (საქართველო, 2018)

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი – “ლანწკი პაპას მოპარული ხარი”, რეჟისორები ელენე ნავერიანი და თომას რაიშლინი (საქართველო, 2018).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი – “საშლელი”, რეჟისორი დავით ფირცხალავა (საქართველო, 2018).

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა ფილმს “გამჭვირვალე სამყარო”, რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო, 2018).

წელს უკვე მეორედ ევროკავშირმა საქართველოსთვის დააწესა სპეციალური პრიზი – ადამიანის უფლებები კინოში, რომლის გამარჯვებულიც სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.  გამარჯვებული გახდა საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი “გოგონა” (ბელგია,ნიდერლანდები, 2018), რეჟისორი:ლუკას დონტი.

წელს კიდევ ერთი პრიზი ჰქონდა დაწესებული “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას”. სპეციალურმა ჟიურიმ, 300 ლარის ოდენობის ვაუჩერები გადასცა „ქართული პანორამის”გამარჯვებულებს სამივე კატეგორიაში: “აღლუმი” (რეჟისორი ნინო ჟვანია), “საშლელი” (რეჟისორი დავით ფირცხალავა)და “მამაჩემის უხილავი ხელი”(რეჟისორი გიორგი გაგოშიძე).

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა რუპერტ ევერეტის ფილმით „ბედნიერი უფლისწული”.

კომენტარი
%d bloggers like this: