თბილისის მოდის კვირეული 2018

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27-30 ოქტომბერს გაიმართება. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს. კვირეული ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით Check in Georgia-ს ფარგლებში განხორციელდება.

თბილისის მოდის კვირეული 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნება. 4 დღიანი პროგრამა 20-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს. მათ შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები.

ჩვენებების პარალელურად სხვა ღონისძიებებიც მოეწყობა: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, ატელიე „მართას“ აქსესუარების პრეზენტაცია კაფე „ლინვილში“, Flying Painter პრეზენტაცია ფაბრიკაში და სხვები. კვირეულის გენერალური სპონსორი თბილისი მოლი კი 31 ოქტომბერს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში დიდ  ღია წვეულებას გამართავს. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტი, თბილისის მოლის ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და რა თქმა უნდა შოპინგი.

გრძელდება პროექტი Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე 28 ოქტომბერს, რადისონის ბოლრუმში გაიმართება. სპიკერებად VOGUE ITALIA-ს, Vivienne Westwood-ის და ISTITUTO MARANGONI-ს წარმომადგენლები წარდგებიან. კონფერენციის ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი – www.biletebi.ge.

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: