თბილისში ნოემბერში H&M-ის მაღაზია იხსნება

18 ნოემბერს 12 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „გალერია თბილისში“ (ყოფილი უნივერმაღის შენობა) საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB) მაღაზიას გახსნის. მაღაზია სამ სართულზე, 3000 კვადრატულ მეტრზე განლაგდება. ბრენდი პოპულარული ხარისხიანი, ყოველდღიუეად მოხერხებული სამოსით და მისაღებით ფასით გახდა. მას საქართველოშიც ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

მაღაზიის გახსნაზე მოწვეული იქნება დიჯეი, რომელიც შოპინგის პროცესს გაახალისებს. ამავდროულად, ყველა სტუმარს შეეძლება სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს. ისინი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, განსაკუთრებულად დაჯილდოვდებიან, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებით. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

კომენტარი
%d bloggers like this: