H&M-მა თბილისში პირველი CONSCIOUS EXCLUSIVE კოლექციის წარდგენა აღნიშნა

გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ღვინის ქარხანაში, H&M-მა თბილისში პირველი Conscious Exclusive კოლექციის წარადგინა. ღონისძიებას მედიისა და მოდის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

H&M Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექცია მთლიანად მდგრადი მასალებისგანაა შექმნილი. პირველად კოლექციაში, H&M-მა წელს ორი ახალი მასალა წარმოადგინა: გადამუშავებული ვერცხლი და ECONYL®-ი – ბადეებისა და ნეილონის ნარჩენების 100%-ით გადამუშავებისაგან მიღებული ნეილონის ბოჭკო. კოლექცია, რომელიც  ხელს უწყობს სუფთა ოკეანეებისა და ხმელეთის არსებობას, ამასთანავე, თავის უნიკალურ სტილსაც ინარჩუნებს.

„კოლექცია Conscious Exclusive მიზანად ისახავს, გააფართოოს მდგრადი მოდის ინოვაციები. გადამუშავებული მასალების გამოყენებითა და მდგრადი მოდის გათვალისწინებით, ჩვენ გვსურს შევქმნათ კოლექცია, რომელიც მრავალმხრივ განსაკუთრებული იქნება, კერძოდ, ის უნდა იყოს ლამაზი, დამზადდეს მდგრადი მასალებისაგან, რათა მომხმარებელმა დიდხანს შეძლოს მისი გამოყენება“– აღნიშნავს ანა-სოფია იოჰანსონი, H&M-ის კრეატიული მრჩეველი.

კოლექციაში შეხვდებით როგორც ელეგანტურ კაბებს მაქმანებითა და ყვავილების პრინტით, ასევე – თანამედროვე, ყოველდღიურ სამოსსაც. კოლექციის ფერთა გამა შედგება მწვანე, მუქი ნაცრისფერი, თეთრი და შავი ფერებისაგან, რომლებსაც ვერცხლისფერი,  მუქი ლურჯი და ბაცი ვარდისფერი დაჰკრავს და მას დახვეწილობასა და ენერგიას მატებენ.

კოლექციის სარეკლამო კამპანიის სახე კრისტი ტარლინგრონია, შთაგონებას კი შვედი მხატვრების, კარინ და კარლ ლარსონების სახლი წარმოადგენდა, H&M -ის თბილისის მაღაზიაში 19 აპრილიდან გამოჩნდება.

კომენტარი
%d bloggers like this: