თბილისში პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი გაიხსნა

დღეს საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის პრემიუმ კლასის გოლფ კლუბის „თბილისი ჰილს“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. კლუბი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კრწანისის, ორთაჭალის, წავკისისა და ქვემო თელეთის მიმდგებარე ტერიტორიაზეა განლაგებული.

„თბილისი ჰილს“-მა 2014 წელს სახელმწიფოს წინაშე აიღო ვალდებულება განეხორციელებინა საერთაშორისო დონის გოლფ კლუბის მშენებლობა. შედეგად, 70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, პროექტი საქართველოში ტურიზმის და სპორტის ახალი ოლიმპიური დისციპლინის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„თბილისის ჰილსი“-ს გოლფის 18-ფოსოიანი მოედანი 56 ჰექტარზე მოეწყო. მისი არქიტექტურა და დიზაინი Tilander Golf Design ეკუთვნის. კომპანიას ევროპის გარშემო გოლფის საუკეთესო მოედნების დაგეგმვის თითქმის 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია. ორი მათგანი Golf World UK-მ 2015 წელს კონტინენტური ევროპის საუკეთესო მოედნებად აღიარა. თბილისი ჰილსის გოლფის მოედნის მთავარი არქიტექტორი თავად ლასსი პეკა ტილანდერია.

კომენტარი
%d bloggers like this: