2019 წლის თმის შეღებვის აქტუალური ტენდენციები

რა სახის სილამაზე იქნება პოპულარული მიმდინარე წელს  და თმის რომელ ფერს ავირჩევთ?

 

ყინულისფერი ბლონდი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Pinterest-ზე ძიებისას icy hair-ზე მოთხოვნა 45%-ით გაიზარდა. ასეთ ბლონდს ცივი ქვეტონები აქვს და მსუბუქი ცისფერი გადაჰკრავს.

ამ ფერის შენარჩუნება რთულია: საჭიროა იისფერი ნიღბების, კონდიციონერის, სპრეების მუდმივი გამოყენება, რათა თმა დაცული იყოს სიყვითლისაგან. სტილისტებმა ამ ფერს მოფერებით “მარშმელოუ” დაარქვეს.

 

სპილენძი

წითლის ნებისმიერი ვარიაცია მარწყვისფერიდან მუქ შინდისფრამდე 2019-ში აქტუალური იქნება, ყველაზე მეტად კი ცოცხალი მარჯანი, რომელიც Pantone-მ წლის ფერად დაასახელა.
ეს ფერი ყველაზე მეტად ნეიტრალურ ან თბილის ტონის მქონდე სახის კანს უხდება, თუმცა მისი კორექტირება მეტი ცივი ვარდისფერის ან თბილი სტაფილოსფერის დამატებით.

 

მოლურჯო შავი

ეს თამამი ფერი ზამთრისთვის ზედგამოჭრილია. მოლურჯო შავი თმა ხასხასა და ფერით გაჯერებულია. ეს ღრმა, მუქი ფერი ლურჯის ქვეტონებს შეიცავს. ბლონდის მსგავსად ის იდეალურ თმას მოითხოვს. თმის ღერები უნდა იყოს გლუვი და მბზინავი,თუმცა სწორ და ხვეულ თმას ერთნაირად უხდება.

 

Negative Space

მრავალი წლის განმავლობაში ტექნიკა Negative Space (როდესაც ნაწილი შეუღებავი რჩება) ნეილ-არტსა და მეიქაფში პოპულარული იყო.
წელს სტილისტებმა იგივე ტექნიკა თმაზე გადაიტანეს. თმის ნაწილი რამდენიმე ტონით ღია ფრად იღებება და ჩნდება მზეზე გახუნებული თმის შთაბეჭდილენა.

 

Tinsel

სიტყვა Tinsel ქართულად ითარგმნება “საახალწლო წვიმა”. ეს ტექნიკა კოლორისტმა და დიზაინერმა ქეით რეიდმა შეიმუშავა.
Tinsel ქერათმიანებისთვისაა. ის აძლიერებს ბზინვარებას, გამოკვეთს ძირითად ფერს თმის ბოლოებზე კონტრასტული ფერის, მაგალითად ვარდისფერის ან იისფერის დამატებით.

View this post on Instagram

TIPS to FAST FLAWLESS BLONDES 1️⃣ Start in the darkest area. 2️⃣ 6% will get you as light as 12% but the condition is better, can take a little longer. 3️⃣ Take thin sections and lay it flat, no twirling, no bent hair apply the lightener liberally just one inch off the scalp 4️⃣ Each section is see through and wrapped in foil to keep it warm. 5️⃣ don’t be afraid of leaving it on 6️⃣ once you have finished application go back and apply the roots 7️⃣ check the ends and reapply to the ends if needed even with 3% 8️⃣ develop 9️⃣ wash or restore then refine / tone or add pastel 🎉 thanks @marshagm for helping create this perfect blonde base #bestblonde #bleach #pastel #haireducation #salon #hairfashionstyler #katereid #kevinmurphy

A post shared by KATE REID (@hairfashionstyler) on

 

კრემ-სოდა

ჯიჯი ჰადიდის, ემბერ ჰერდის და როზი ჰანტინგტონ-უაითლის თმის ფერი წელს აქტუალური იქნება. ამ ტონალობას სტილისტები კარამელისფერი, კრემისფერი და ოქროსფერი საღებავების შერევით აღწევენ.

 

ჭუჭყიანი ბლონდი

წამოზრდილი თმის ღერები, ყვითელი ან კრემისფერი ჭუჭუყიანი ვარდისფერით ან სხვა ფერის ქვეტონით – ასეთი თმის შეღებვის კიდევ ერთი ტრენდი 2019 წელს.
ყველაფერი ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს თმა დამოუკიდებლად, სახლში შეიღებეთ.

 

ცივი ყავისფერი

შოკოლადის ტონალობებში თბილი, მოთაფლისფრო გადასვლები ნაკლებ პოპულარული იქნება. ყავისფერ თმას ცივი ქვეტონი უნდა ჰქონდეს. შეიძლება ხანდახან მონაცრისფროდ გამოიყურებოდეს.

 

ჰოლივუდური ოპალი

მკრთალ ნაცრისფერსა და ხასხასა ფერებზე ექსპერიმენტების შედეგად წარმოიშვა სპილენძისფერი ბლონდი პასტელური ნახევარტონებით.
კოლორისტი რამდენიმე ფერს ურევს, რათა ლამაზი გადასვლები გამოვიდეს.

 

ანტიკური ოქრო

ბლონდის ახალი ვარიაცია შამპანიურისფერ თმას გულისხმობს. ამ ტონალობის მიღწევა თბილი და ცივი ტონებითაა შესაძლებელი. ამ ფერის თმა შეგიძლიათ ნახოთ ელსა ჰოსკსა და მიშელ უილიამსზე.

 

იისფერი

იისფერის სხვადასხვა ტონალობები – მუქი მოცხარიდან ღია იამდე 2019-ში აქტუალური იქნება. ეს ფერები განსაკუთრებულად ლამაზად მუქ თმაზე ტონირებისას გამოიყურება, როდესაც ფერზე მსუბუქ მინიშნებას ქმნიან.

კომენტარი
%d bloggers like this: