თრეილერი: ბრედლი კუპერი და ლედი გაგა ფილმში “ვარსკვლავი დაიბადა” ერთად მღერიან

კინოსტუდიამ Warner Bros. 1937 წელს გადაღებული მიუზიკლის მიხედვით შექმნილი მელოდრამის “ვარსკვლავი დაიბადა” პირველი თრეილერი გამოაქვეყნა.

ბრედლი კუპერი, რომელიც ქანთრი-მუსიკოსის ჯექსონ მაინის როლს ასრულებს, ამავდროულად ფილმის რეჟისორია. ლედი გაგამ ქალის მთავარი როლი მიიღო და მან არტისტი ელლას სახე მოირგო. ფილმში დეივ შაპელი, ენდრიუ დაის კლეი და სემ ელიოტიც ითამაშებენ.

მთავარი გმირი მაინი გადაწყვეტს დაეხმაროს ახალგაზრდა ნიჭიერ ელის და მომღერალი გახადოს. ისინი რომანს გააბამენ, ელის პოპულარობასთან ერთად კი პრობლემებიც ჩნდება.

ფილმი “ვარსკვლავი დაიბადა” გაქირვებაში 4 ოქტომბერს ჩაეშვება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: