თრეილერი: დოკუმენტური ფილმი “რობინ უილიამსი: შემოდი ჩემს თავში”

კომპანიამ HBO ახალი ფილმის “რობინ უილიამსი: შემოდი ჩემს თავში”(Robin Williams: Come Inside My Mind) თრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში შევიდა იშვიათი საარქივო მასალები, მათ შორის მსახიობის სთენდაფები.

2014 წელს რობინ უილიამსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის 63 წლის იყო. თრეილერი უილიამსის ცხოვრების შესახებ გვიყვება თავად მსახიობის და მისი ახლობლების ციტატებით, მათ შორისაა რობინის შვილიც ზაკიც.

ფილმის პრემიერა “სანდენსის” კინოფესტივალზე შედგა, ეკრანებზე კი 2018 წლის 16 ივნისს გამოვა.

კომენტარი
%d bloggers like this: