თრეილერი: ნატალი პორტმანი ფილმში “ლუქს-ხმა”

ქსელში ბრედი კორბეტის ახალი ფილმის “ლუქს-ხმის”(Vox Lux) თრეილერი გამოჩნდა. რეჟისორი ცნობილია ფილმებით “ცამეტი”, “საიდუმლო კანი” და “მხიარული თამაშები”. ფილმი გვაჩვენებს მთავარი გმირის რთულ გზას სცენამდე და მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდა.

ფილმში მთავარ როლებს ნატალი პორტმანი და ჯუდ ლოუ თამაშობენ. ეს მათი მეოთხე საერთო პროექტია ფილმების “ცივი მთა”, “სიახლოვე” და “ჩემი მოცვისფერი ღამეების” შემდეგ.

ცნობილია, რომ ფილმში მთავარი როლი რუნი მარას უნდა ეთამაშა, მაგრამ ის პორტმანმა შეცვალა.

ფილმის პრემიერა 7 დეკემბერს შედგება.

კომენტარი
%d bloggers like this: