თრეილერი: რუპერტ ევერეტი ოსკარ უაილდის როლში ფილმში “ბედნიერი პრინცი”

“ბედნიერი პრინცის” (“The Happy Prince”) რეჟისორი, სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი რუპერტ ევერეტია. ფილმი ბრიტანელი მწერლისა და პოეტის, ოსკარ უაილდის ბიოგრაფიას წარმოადგენს.

ევერეტთან ერთად ფილმში კოლინ ფერტი ითამაშებს, რომელიც უალდის ახლო მეგობრის, დრამატურგ რეჯი ტერნერის როლს ასრულებს.

“ბედნიერი პრინცის” სიუჟეტი უოსკარ უაილდის ცხოვრების უკანასკნელი წლების, დაპატიმრებისა და საფრანგეთში გადასახლების შესახებ მოგვითხრობს, სადაც “დორიან გრეის პორტრეტის” ავტორი სხვა სახელით ცხოვრობდა.

ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, გაქირავებაში კი 5 ოქტომბერს გამოვა.

კომენტარი
%d bloggers like this: