დოკუმენტური ფილმის თრეილერი სერენა უილიამსზე

ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა Twitter-ის გვერდზე ფილმის “სერენად ყოფნა” (“Being Serena”) თრეილერი გააზიარა. დოკუმენტური ფილმის პრემიერა 2 მაისს არხზე HBO შედგება.

ხუთნაწილიანი ფილმი სერენას ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს აღწერს. მასში მოთხრობილია სერენას ორსულობის და შვილის, ასევე, 2017 წელს მისი კორტზე ტრიუმფალური დაბრუნების შესახებ. ფილმში სერენას მეუღლე ალექსის ოგანიანიც გამოჩნდება, რომელიც საინფორმაციო საიტის Reddit ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მანამდე სერენა შვილთან ერთად ამერიკული Vogue-ის ყდისთვის გადაიღეს. ჩოგბურთელმა ინტერვიუში ისაუბრა საკუთარი შიშების შესახებ. ის შიშობდა რომ ვერ იქნებოდა კარგი დედა ალექსის ოლიმპიისათვის და რომ ბავშვი დაეხმარა სპორტისთვის ახალი თვალით შეეხედა.

კომენტარი
%d bloggers like this: