თრეილერი: ტილდა სუინტონი ჰორორში “სუსპირია”

ქსელში გამოჩნდა ჰორორის “სუსპირია” პირველი პოსტერი, რომელშიც მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს, პრემიერა კი დღეს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. მას უკვე უწოდებენ შემოდგომის ყველაზე მოსალოდნელ ფილმს.

ესაა 1977 წლის დარიო არჯენტოს იგივე სახელწოდების საკულტო ფილმის რიმეიქი. ახალი ფილმის რეჟისორი ლუკა გუადანინოა, ტილდა სუინტონთან ერთად კი დაკოტა ჯონსონი და მია გოთი თამაშობენ. ფილმის მუსიკაზე Radiohead-ის სოლისტმა ტომ იორკმა იმუშავა.

ფილმის სიუჟეტით ახალგაზრდა ბალერინა სიუზი (დაკოტა ჯონსონი) სასწავლებლად გერმანიაში ჩადის, სადაც პრესტიჟულ საბალეტო სკოლაში მისტიკური მკვლელობების სერია ხდება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: