თრეილერი: ტიმოთი შალამე ფილმში “ზაფხულის ცხელი ღამეები”

ახალ ფილმში “ზაფხულის ცხელი ღამეები” ტიმოთი შალამე მოზარდს, დენიელს თამაშობს, რომელიც დასასვენებლად კეიპ-კოდის ნახევარკუნძულზე ჩადის. ფილმის პრემიერა ტეხასის ფესტივალზე SXSW შედგა. შეგახსენებთ, რომ 22 წლის შალამე ცნობილი გახდა ლუკა გუადანინოს ფილმით “შენი სახელი მიწოდე” და “ოსკარზე” ნომინაციაც მიიღო.

თრეილეში თვალს ვადევნებთ დენიელს, რომელიც დასვენების პარალელურად მოლარედ მუშაობს და ერთ დღეს ნარკომოვაჭრეს გაიცნობს. ამის შემდეგ მისი ცხოვრება იცვლება.

“ზაფხულის ცხელი ღამეების” პრემიერა 27 ივლისს შედგება.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: