თრეილერი: ჯეისონ მომოა და ემბერ ჰერდი ფილმში “აკვამენი”

“აკვამენის” ახალი თრეილერი DC-ის კომიქსების მონსტრებითა და ანრიგმირებით სავსე წყალქვეშა კინოსამყაროს გვიჩვენებს. მთავარი გმირის, არტურ კარის როლს ჯეისონ მომოა ასრულებს.

არტური ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით გაიგო, რომ სინამდვილეში “მიწისა და ზღვების შვილია” და მის მემკვიდრეობას უზარმაზარი წყალქვეშა იმპერია შეადგენს.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ემბერ ჰერდი, ნიკოლ კიდმანი, უილიამ დეფო, დოლფ ლუნდგრენი და ჯიმონ ჰონსუ.

გადაღებები ნაწილობრივ წყალქვეშ მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა 21 დეკემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: