თრეილერი: “Bohemian Rhapsody” და რამი მალეკი ფრედი მერკურის როლში

კინოკომპანიამ 20th Century Fox ჯგუფ Queen-სა და მის ლეგენდარულ ლიდერ ფრედი მერკურიზე გადაღებული ფილმის “Bohemian Rhapsody” პირველი თრეილერი გამოუშვა.

ფილმის სიუჟეტი ბრიტანული როკ-ჯგუფის წარმატების ისტორიას დაეფუძნა, ამავდროულად ჯგუფის წევრების პირად ცხოვრებასაც აღწერს.

მერკურის როლი რამი მალიკმა შეასრულა, რომელიც ცნობილი სერიალით “მისტერ რობოტი” გახდა. Queen-ის ბას-გიტარისტის, ჯონ დიკონის როლი ჯოზეფ მაცელოს ერგო, გიტარისტის ბრაიან მეის – გვილიმ ლის, ხოლო დრამერის, როჯერ ტეილორის – ბენ ჰარდის. მათთან ერთად ფილმში მაიკ მაიერსი და ეიდან გილენი თამაშობენ. ეს უკანასკნელი ჯგუფის მენეჯერის, ჯონ რიდის როლს ასრულებს.

ფილმის დამდგმელი რეჟისორი დექსტერ ფლეტჩერია, კომედიის “ედი “არწივის” ავტორი.

“ბოჰემური რაფსოდიის” მსოფლიო პრემიერა 2 ნოემბერსაა დანიშნული.

კომენტარი
%d bloggers like this: