უმა თურმანის შვილი “უცნაურ ამბებში” ითამაშებს
Netflix-მა თვითერის გვერდზე გააკეთა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ „უცნაური ამბების“ მესამე სეზონში მაია თურმან-ჰოუკი ითამაშებს. მაია უმა თურმანისა და იტან ჰოუკის საერთო შვილია.
მაია რობინის, „ალტერნატიული გოგონას“ როლს შეასრულებს, რომელსაც მისი სამუშაო მოსწყინდა. ის თავგადასავალს ეძებს და ქალაქ ჰოკინსის საიდუმლოს აღმოაჩენს.
Maya Thurman-Hawke is headed to Hawkins as Robin, an “alternative girl”. That is her literal character description so get ready for some angst. pic.twitter.com/zbyUteq3kA
— Netflix US (@netflix) March 2, 2018
მაიასთვის ეს მეორე სერიოზული როლია BBC-ს სერიალის, „პატარა ქალების“ შემდეგ. ასევე, მაია თანამშრომლობს ტანსაცმლის ბრენდებთან All Saints და Calvin Klein.
მესამე სეზონის პრემიერა 2018 წლის ბოლოსაა დაგეგმილი. პროდიუსერმა შონ ლევიმ ამერიკულ Glamour-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სეზონში რვა-ცხრა სერია შევა.