იდეალური სახლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვარსკვლავები არ ტყუიან. მათზე დაყრდნობით Elle Decor-მა სხვადასხვა ჰოროსკოპის ნიშნებისთვის იდეალური სახლები შეარჩია.

 

მერწყული – 20 იანვარი/18 თებერვალი

მერწყულის დამახასიათებელი ნიშნებია ერთი მხრივ სტაბილურობა და მეორე მხრივ ამბიციურობა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები თავს კომფორტულად სუპერთანამედროვე სახლში გრძნობენ. მათთვის აუცილებელია პანორამული ფანჯრები, რომლების წინ ხედი იშლება, თუმცა ამავდოულად თავი დაცულად უნდა იგრძნონ, ამიტომ სხვადასხვა თავდაცვის სისტემებს ხშირად იყენებენ.

 

თევზები – 10 თებერვალი/20 მარტი

თევზებს კარგი ინტუიცია აქვთ, არტისტულები და მეოცნებენი არიან. ამ წყლის ნიშნის საუკეთესო სახლი ზღვის ან ტბის პირას მდებარე სასახლე ან ციხესიმაგრეა, სადაც თავს დაცულად იგრძნობენ და ამავდროულად ოცნებას არ წყვეტენ.

 

ვერძი – 21 მარტი/19 აპრილი

ვერძები ხალხში აქტიურები და ენერგიულები არიან, შინ კი მოდუნება და დასვენება სჭირდებათ. მათ პასტელური ტონები და ნატურალური მატერიები უყვართ. ქვეცნობიერად საკუთარ სახლში სისუფთავეს და სიმშვიდეს ეძებენ.

 

კურო – 20 აპრილი/20 მაისი

ამ ნიშნის წარმომადგენლები მიწაზე მყარად დგომას ამჯობინებენ. მათ საკუთარი თავის ფასი იციან და ფუფუნების საგნებს არ იკლებენ. ამავდროულად ფუფუნება არა მყვირალა და უსარგებლო, არამედ პრაქტიკული დანიშნულების უნდა იყოს. თანამედროვე ბინა ქალაქის ცენტრში მოდური ინტერიერით კუროებითვის ზედგამოჭრილია.

 

ტყუპები – 21 მაისი/20 ივნისი

ენამოსწრებული და ირონიული ტყუპები ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან. მათ სახლში აუცილებლად უნდა იყოს ოთახი განმარტოებისთვის, ბიბლიოთეკა ან ოთახი ბუხრით, სადაც საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩებიან. სახლის მეორე ნაწილში ღია ზონის ქონა სასურველია, მაგალითად ფართო სასტუმრო ოთახი, რომელიც ტერასაზე ან ბაღში გადის.

 

კირჩხიბი – 21 ივნისი/22 ივლისი

ემოციურებსა და შთამბეჭდავებს შინ უსაფრთხოების შეგრძნება სჭირდებათ. კირჩხიბითვის იდეალურია სახლი ან ბინა ხედით წყალზე. ისინი საგნებს მოგონებებს უკავშირებენ, ამავდროულად ხელოვნებას აფასებენ და ხშირად მათ სახლში პატარა კოლექციებისთვის საგანგებო ადგილია გამოყოფილი.

 

ლომი – 23 ივლისი/22 აგვისტო

ლომებს ყველაფერი დიდი და მასიური უყვართ. მათ ბუნებაშია გულუხვობა, ამბიციურობა და ლიდერობისკენ სწრაფვა. ამიტომ მათი იდეალური სახლია მთის წვერზე ან ამაღლებულ ადგილზე მდგარი სასახლე თუ არა, უზარმაზარი სახლი მაინც. ლომების სახლის ინტერიერში ანტიკვარულ ნივთებს ხშრად ნახავთ.

 

ქალწული – 23 აგვისტო/22 სექტემბერი

ყველაფერში პერფექციონისტ ქალწულებს წესრიგი უყვართ. ვერ იტანენ ქაოსსა და სპონტანურობას. მათ სჭირდებათ ასკეტური, მაგრამ ჭკვიანურად დაგეგმილი სახლი, ერთდროულად თანამედროვე და კომფორტული. მათ უყვართ კომპაქტური და დეტალურად გათვლილი ავეჯი, ამავდროულად უპირატესობას ბუნებრივ მასალას ანიჭებენ. უმჯობესია სახლის ფანჯრები ბაღს ან პარკს უყურებდნენ.

 

სასწორი – 23 სექტემბერი/22 ოქტომბერი

სასწორებს ყველაფერში ბალანსი სჭირდებათ. ისინი ჰარმონიისკენ მიისწრაფიან. სახლი შერჩევისას უპირატესობას კლასიკას ანიჭებენ. არქიტექტურასა და ინტერიერში სიმეტრია უყვართ. ექსპერიმენტები არ უყვართ. მათ სახლში ხშირად არის ბიბლიოთეკა, რადგან მუდმივად სწავლობენ და საკუთარ თავზე მუშაობენ, ამავდროულად ფართო სანაცნობო წრე ყავთ. საკუთარი სახლი ფართო მისაღები ოთახის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, სადაც მრავალრიცხოვან მეგობრებს შეკრებენ.

 

მორიელი – 23 ოქტომბერი/21 ნოემბერი

მორიელებს გასაიდუმლოებული და ყოფითი საკითხებისადმი გულგრილი პიროვნებების რეპუტაცია აქვთ, მაგრამ მხოლოდ გარედანაა. ისინი მშვიდ და მყუდრო სახლზე ოცნებობენ და აფასებენ კომფორტს. სახლის მოწყობას არავის ანდობენ. მათთვის იდეალურია ორსართულიანი, ერთ ოჯახზე გათვლილი სახლი.

 

მშვილდოსანი – 22 ნოემბერი/21 დეკემბერი

ცეცხლის ამ ნიშნებს შორის ბევრი მოგზაურია, რომელთათვის ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება შეუძლებელია. ამიტომ, ხშირად სახლს დროებით თავშესაფრად აღიქვამენ. ამავდროულად მაქსიმალური კომფორტი სჭირდებათ, სადაც მომდევნო მოგზაურობამდე ძალებს აღიდგენენ. სახლი ქალაქგარეთ დიდი ტერასით ან ბაღით იდეალურია. ასევე მათ გართობაც სჭირდებათ, ამიტომ თავს ხშირად სახლის კინოთეატრით, სპორტული დარბაზით და სხვა გასართობი ოთახებით ანებივრებენ.

თხის რქა – 22 დეკემბერი/19 იანვარი

თვითდისციპლინა და შრომისმოყვარეობა თხის რქების ძლიერი მხარეებია. გარეგნული სიმშვიდის მიღმა ლიდერობისკენ სწრაფვა იმალება. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. თხის რქა ფიქრობს არა მხოლოდ კომფორტზე, არამედ სხვები როგორ შეაფასებენ მის სახლს. ყურადღებიან მასპინძლებს დეტალები არ გამორჩებათ, მათი სახლი კი წვეულებებისთვის იდეალურადაა დაგეგმილი.

კომენტარი
%d bloggers like this: