იოანე ბაგრატიონმა და ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს

დღეს იოანე(ხუან) ბაგრატიონმა და ქრისტინე ძიძგურმა, რომელიც სამოქალაქო ქორწინების შემდეგ ბაგრატიონის გვარს ატარებს, სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს.

ხუან ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი და ერეკლე მეორის შთამომავალია.  ხუანი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის შვილიშვილია, მისი ბებია კი გერმანიისა და ესპანეთის პრინცესა იყო. აქედან გამომდინარე, ხუანი ესპანეთის და საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელია.

ქრისტინე ”ვიცე მის საქართველოს” და ”მის ტურიზმის”, ასევე რამდენიმე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის სხვადასხვა ტიტულის მფლობელია. მან მოდელის კარიერა წარმატებით გააგრძელა პარიზში, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა და ხუანი გაიცნო.

ხუანმა და ქრისტინემ რამდენიმე წლის წინ ესპანეთში ხელი მოაწერეს, ჯვარი კი დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლების თანდასწრებით გააფორმეს.

View this post on Instagram

🙏🏻👸😍 @prince_of_georgia

A post shared by Sidonia Nun (@sidonianun) on

კომენტარი
%d bloggers like this: