იტალიური ვილა ფილმიდან „შენი სახელით მომმართე“ იყიდება

ყოფილი ციხესიმაგრე, რომელიც მე-17 საუკუნის სტილის საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა, მოსკაცანოში მდებარეობს და 2.1 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ვილაში მოხატული ჭერი, ნაჭრის შპალერი და ანტიკური დეკორატიული ორნამენტებია. ფილმის თაყვანისმცემლები მარტივად იცნობენ ვილაში არსებული 14 ოთახიდან რამდენიმეს, ასევე ლურჯ სააბაზანო ოთახს, რომელსაც ფილმის გმირები იყოფენ.

რეჟისორი ლუკა გუადანინო ფართო პლანით აჩვენებს ულამაზეს სცენებს. სწორედ ამიტომ, ანდრე აკიმანი, ვისი მოთხრობის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი, შიშობდა, რომ სახლი ზედმეტად ლამაზი იყო და მაყურებელი ყურადღებას შინაარსიდან გამოსახულებაზე გადაიტანდა.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: