იუბერ დე ჟივანში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი დიზაინერი, მოდის სახლ Givenchy-ს დამაარსებელი იუბერ დე ჟივანში გასულ შაბათს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის აცმევდა ოდრი ჰეპბერნს, შექმნა ცნობილი “საბრინას დეკოლტე” და კოსტიუმები ფილმებისთვის “საუზმე ტიფანისთან”, “როგორ მოვიპაროთ მილიონი” და “სასაცილო სახე”. ყოველ სეზონზე მასთან შესახვედრად ვაშინგტონიდან პარიზში ჯაკლინ კენედი მიფრინავდა. გრეის კელი, ჯეინ ფონდა და გლორია გინესი მის ატლიეში რიგში ხშირად იდგნენ. ჟივანშის მანერების ცნობილ დენდის ჰემიშ ბოულზს შეშურდებოდა, მაესტროს თვითდისციპლინაზე კი ლეგენდები დადიოდა.

ჟივანში კოლექციონერიც იყო. ოფიციალურად მოდის სახლი 1995 წელს დატოვა, ძველ სასახლეში, შატო-დიუ-ჟონშეში, პარიზთან ახლოს განმარტოვდა და დარჩენილი ცხოვრება მე-17-18 საუკუნის ქანდაკებების შესწავლას დაუთმო.

საკუთარი კომპანია, რომელიც 1952 წელს დააარსა, იუბერ ჟივანშიმ LVMH-ს 1988 წელს 45 მილიონ დოლარად მიჰყიდა. კრეატიული დირექტორის პოსტზე კიდევ შვილი წელი დარჩა. მისი წასვლის შემდეგ მოდის სახლს სათავეში ჯონ გალიანო ჩაუდგა, შემდეგ იყვნენ ალექსანდრ მაქქუინი, ჯულიან მაკდონალდი და რიკარდო ტიში. 2017 წლიდან კოლექციებს კლერ უეიტ კელერი ქმნის.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: