იუენ მაკგრეგორის ქალიშვილები Fendi-ს სარეკლამო კამპანიაში

იტალიურმა სახლმა Fendi ცნობილი ჩანთის Peekaboo ათი წლის თავი აღნიშნა. მრგვალი თარიღის აღსანიშნავად სარეკლამო ვიდეორგოლების სერია #MeAndMyPeekaboo გადაიღო. ახალი ვიდეოს მთავარი გმირები შოტლანდიელი მსახიობის იუენ მაკგრეგორის ქალიშვილები, 22 წლის კლარა და 16 წლის ესთერი გახდნენ.

მინი-ფილმი გოგოების ცხოვრების ერთ-ერთ უდარდელ დღეს აღწერს, ფონად კი ქანიუ უესთის სიმღერა ისმის.

კომენტარი
%d bloggers like this: