კაია გერბერი Chanel-ის სახე გახდა

ამ სეზონზე კაია გერბერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. სინლი კროუფორდის 16 წლის შვილმა ყველაზე ცნობილ ბრენდებთან ითანამშრომლა, მათ შორისაა Versace, Moschino და Prada.
ახლა მილენიალი მოდელი შანელის სამკაულის ხაზის ახალი კოლექციის სახეა. სარეკლამო ფოტოები თავად  კარლ ლაგერფელდმა გადაიღო, ფოტოსესია კი კოკო შანელის პარიზის აპარტამენტებში, რიუ კამბონის 31 ნომერში შედგა.

2018 წელს გაყიდვაში კაიასა და კარლის ერთობლივი კოლექცია ჩაეშვება. მასში შევა ჰუდები წარწერით „Karl x Kaia“, ტყავის ქურთუკები, ჯინსები, ბოლოები, ფეხსაცმელი და სამკაულები.

კომენტარი
%d bloggers like this: