კაილი ჯენერის ახალი საახალწლო კოსმეტიკა

დღეს კაილი ჯენერმა საკუთარ Instagram-ზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლისთვის თეთრი კაბით თოვლის ფონზე პოზირებს.

ამ სახით კაილიმ ახალი საახალწლო კოლექციის, Holiday 18-ის გამოსვლა დააანონსა. კოლექციაში ტუჩსაცხი, ტუჩის ფანქარი, თვალის ჩრდილების ნაკრები, რუჟი, პუდრი და კომპაქტური ჰაილაითერი შედის.

ყველა პროდუქტი ცისფერ შეფუთვაშია მოთავსებული და ფიფქებითაა მორთული. მათი შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

კომენტარი
%d bloggers like this: