კანის კინოფესტივალზე სელფის გადაღება აიკრძალა

კანის კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ტიერი ფერმომ ჟურნალ Film francais-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფესტივალის პრეზიდენტ პიერ ლესკურთან ერთობლივი გადაწყვეტილებით წითელ ხალიჩაზე სელფის გადაღება აკრძალა.  მიზეზი ქაოსია, რომელსაც სელფის გადაღებისას ადამიანები ქმნიან.

ასევე ითქვა, რომ პრესისთვის განკუთვნილი კინოჩვენებები აღარ გაიმართება. ფილმებზე, რომელთა პრემიერა საღამოს 7 საათზე იქნება პრესის წარმომადგენლებს მაყურებლებთან ერთად შეეძლებათ დასწრება. ხოლო 10-საათიანი სეანსზე ნაჩვენებ ფილმებს მხოლოდ მეორე დილით ნახავენ.

შეგახსენებთ, რომ კანის 71-ე ფესტივალი 8-19 მაისს გაიმართება. წელს მისი ჟიურის თავმჯდომარე ქეით ბლანშეტია. ის მე-12 ქალია ამ პოსტზე.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: