კანის კინოფესტივალის ძირითადი პროგრამა ცნობილია

კანის კინოფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრემომ საკონკურსო პროგრამა გამოაცხადა. რიგით 71-ე კინოფესტივალი ლაჟვადროვან სანაპიროზე 8-19 მაისს გაიმართება.

წელს ძირითად კონკურსში 18 ფილმია წარმოდგენილი, ჟიურის თავმჯდომარე კი ქეით ბლანშეტი იქნება. ძირითად კონკურში მოხვდნენ სპაიკ ლის და ან-ლუკ გოდარის ახალი ფილმები.

ფესტივალს ასგარ ფარჰადის ფილმი “ყველამ იცის” გახსნის, მთავარ როლებში პენელოპა კრუსითა და ხავიერ ბარდემით.

კინოფესტივალის კონკურში მოხვდა საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქცია, რეჟისორ ევა ჰუსონის ფილმი “მზის გოგოები”.

ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და “ოქროს პალმის რტოსთვის” იბრძოლებს შემდეგი ფილმები:

  • Everybody Knows, ასგარ ფარჰადი
  • The Picture Book, ჟან-ლუკ გოდარი
  • Asako I & II, რიუშოკე ჰამაგუში
  • Sorry Angel, კრისტოფ ჰონოზი
  • Girls of the Sun, ევა ჰასონი
  • Ash Is Purest White, ჯი ჟანგ-კე
  • Shoplifters, ხიროკაძუ კორეედა
  • Capernaum, ნადინ ლაბაკი
  • Burning, ლი ჩანგ-დონგი
  • BlacKkKlasman, სპაიკ ლი
  • Under the Silver Lake, დეივიდ რობერტ მიტჩელი
  • Three Faces, ჯაფარ პანაჰი
  • At War, სტეფან ბრიზე
  • Yomeddine, ეი ბი შოუკი
  • Dogman, მატეო ჯარონე
  • Cold War, პაველ პავლიკოვსკი
  • Lazzaro Felice, ელის როუოჩერი
  • Summer, კირილ სერებრენიკოვი

პროგრამაში “განსაკუთრებული ხედვა” 20 ფილმი მონაწილეობს და მას მსახიობი ბენისიო დელ ტორო უხელმძღვანელებს.

  • Border, ალი აბასი
  • Sofia, მეიემ ბემბარეკი
  • Little Tickles, ანდრეა ბისკონდი და ერიკ მეტეიერი
  • Long Day’s Journey Into Night, ბი განი
  • Manto, ნანდიტა დასი
  • Sextape, ანტოინ დესპოსირესი
  • Girl, ლუკას დოტი
  • Angel Face, ვანესა ფილიუ
  • Euphoria, ვალერია ჯოლინო
  • Friend, უანუარ კაჰინი
  • My Favorite Fabric, გაია ჯიჯი
  • The Harvesters, ეტინ კალოსი
  • In My Room, უილრიხ კოლერი
  • The Angel, ლუის ორტეგა
  • The Gentle Indifference of the World, ადილკაჰ იერჟანოვი

ასევე დაგეგმილია რონ ჰოვარდის “სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი” და ჟილ ლელუშის “დიდი აბაზანა”.

კომენტარი
%d bloggers like this: