კანის კინოფესტივალი 2018: გამარჯვებულები

კანში რიგით 71-ე კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. ჟიურიმ ქეით ბლანშეტის ხელმძღვანელობით „ოქროს პალმის რტო“ იაპონელ რეჟისორს, ჰიროკაძუ კორეედას ფილმმა „ქურდის მაღაზიამ“ მიიღო. ფილმის ჩვეულებრივ მუშის ოჯახზეა, რომელიც თავის სარჩენად იძულებულია სუპერმარკეტში პროდუქტები მოიპაროს.

ჟიურის პრიზი ლიბანელი რეჟისორის ნადინ ლაბაკის ფილმმა „კაპერნაუმი“ მიიღო. ფილმი ლაბაკმა ლიბანელი ბავშვების ცხოვრება ასახა, რომლებიც სისტემატურად განიცდიან ძალადობას მშობლების მხრიდან. ფილმი ლტოლვილებისა და არალეგალური მიგრაციის თემასაც ეხება.

გრან-პრი ამერიკელ რეჟისორს, სპაიკ ლის შეხვდა. ფილმში „შავკლანელი“ (BlacKkKlansman) რასიზმის თემას და პოლიციის მასთან ბრძოლას ასახავს.

ქეით ბლანშეტი დახურვის ცერემონიაზე Alexander McQueen-ის შავ-წეთელი კაბით გამოჩნდა. ქრიტენ სტიუარტმა ტრადიციულად, Chanel-ი მოირგო.

ფესტივალის სასახლეში გამარჯვებულები დასახელდა, ხოლო დანარჩენი პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო მსახიობი – მარჩელო ფონტე ფილმისთვის Dogman, რეჟისორი მატეო გარონე

საუკეთესო მსახიობი – პაველ პავლინოვსკი, Zimna Wojna და სამალ ესლიამოვა, Aika

საუკეთესო სცენარისტი – ალიჩე რორვაკერი, Lazzaro Felice და ჯაფა პანაჰი, Aika

სპეციალური პრიზი – ჟან-ლუკ გოდარი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – All These Creatures, ჩარლს უილიამი

ოქროს კამერა (საუკეთესო დებიუტისთვის) – Girl, ლიუკ დონი

 

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: