კანის კინოფესტივალი 2018: გახსნის ცერემონიის სტუმრები

მომავალი 11 დღის მანძილზე კანი ვარსკვლავურ ცენტრად იქცევა. დღეს საფრანგეთის ზღვისპირა კურორტზე რიგით 71-ე კინოფესტივალი გაიხსნა.

ყველაფერი კანის კინოფესტივალის შესახებ

პროტოკოლის შესაბამისად წითელ ხალიჩაზე პირველები ჟიურის წევრები გამოჩნდნენ. წელს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე მსახიობი ქეით ბლანშეტია, მასთან ერთად გამარჯვებულებს კი ანდრეი ზვიაგინცევი, ქრისთინ სტიუარტი, ლეა სეიდუ, დენი ვილნევი, ავა დიუვერნეი, რობერტ გედიგიანი, ჩანგ ჩენი და ხაჯა ნინი შეარჩევენ.

კანი 71-ე კინოფესტივალის ჟიური
ფილმის “ყველამ იცის” სამსახიობო ნაკრები

ფესტივალს რეჟისორ ასგარ ფარჰადის ფსიქოლოგიური თრილერი “ყველამ იცის” გახსნის, რომელშიც მთავარ როლებს პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდა. ასევე, დღეს ფესტივალის სასახლის კიბეები მარტინ სკორსეზემ, ჯულიანა მურმა, ჯორჯია მეი ჯაგერმა, კიარა მასტროიანიმ და სხვა ცნობილმა პერსონებმა აიარეს.

კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო პოსტერი

კომენტარი
%d bloggers like this: