კანის ფესტივალს პენელოპა კრუსისა და ხავიერ ბარდემის ახალი ფილმი გახსნის

71-წლიანი იტორიის მანძილზე ასგარ ფარხადის ფსიქოლოგიური თრილერი “ყველა იცის” მეორე ესპანურენოვანი ფილმია, რომელსაც კანის ფესტივალის გახსნის პატივი ერგება. პირველი პერდო ალმოდოვარის 2004 გადაღებული “ცუდი აღზრდა” იყო.

ფილმის სიუჟეტი მთავარი გმირის გარშემო ვითარდება, რომლის როლს პენელოპე კრუსი ასრულებს. ის ბუენოს-აირესიდან ნათესავებთან პატარა სოფელში მიემგზავრება. თუმცა ხანმოკლე ვიზიტისა და ოჯახური დღესასწაულის ნაცვლად მოულოდნელი მოვლენები ვითარდება, რაც კარდინალურად ცვლის ფილმის პერსონაჟების ცხოვრებას.

შეგახსენებთ, რომ კანის 71-ე კინოფესტივალი 8-19 მაისს გაიმართება. ჟიურის ხელმძღვანელი ქეით ბლანშეტი იქნება. ხოლო ფესტივალის შეცვლილი წესების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: