კარლ ლაგერფელდმა კოსმეტიკის ლიმიტირებული კოლექცია შექმნა

კარლ ლაგერფელდმა ავსტრალიურ კომპანია ModelCo-სთან ერთად მაკიაჟის საშუალებების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა. კომპანიის ხელმძღვანელმა შელი სალივანმა გაამხილა, რომ ბედნიერია ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ დიზაინერთან თანამშრომლობით. მანამდე ModelCo ელ მაკფერსონთან, როზი ჰანტინგტინ უაიტლისთან და ჰეილი ბოლდუინთან მუშაობდა.

ლაგერფელდის თქმით მისი კოლექცია განკუთვნილია “ნებისმიერი ასაკის ადამიანებითვის, ვისაც მოეწონება, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც მაკიაჟზე იმაზე მეტი იციან, ვიდრე ჩვენ ყველამ ერთად”. ასევე აღნიშნა, რომ ადრე არასდროს უმუშავია კოსმეტიკის შექმნაზე დასაწყისი ეტაპიდან ბოლომდე.

კოლექციაში სახელწოდებით Illuminated Beauty შევიდან თხევადი თვალის ფანქარი, წამწამების ტუში, წარბების გელი, ფერუმარილი, ტუჩსაცხი, მაკიაჟის ფუნჯები და მინიატურული კლატჩი-მინოდიერი. მათი ფასი 15 დოლარიდან 195 დოლარამდე მერყეობს.

კოლექცია გაყოდვაში 14 მაისს ჩაეშვება. მისი შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ საიტებზე karl.com და modelco.com.  გარდა ამისა, კოელქცია განთავსდება Nordstrom, Douglas, Nocibé, Cult Beauty, Galeries Lafayette, Paris Gallery და Dubai Mall პლატფორმებსა და მაღაზიებში.

2014 წელს კარლმა უკვე ითანამშრომლა ბიუთი-ბრენდთან Shu Uemura, მისი კატა შუპეტი კი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: