როგორ მოვამზადოთ კერძები წინასწარ მთელი კვირისთვის

თუ თქვენ არ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ საკვები ყოველ დილა საღამოს დაამზადოთ და გსურთ  წინასწარ გაიმარტივოთ საქმე, მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა.  თუ აქამდე მსგავსი რამ არასდროს გიცდიათ, გეტყვით, რომ საკვების წინასწარ გამზადებამ თქვენი ყოველდღიურობა შეიძლება საკმაოდ საინტერესო გახადოს და ბევრი თავისუფალი დროც დაგიტოვოთ.

რატომ უნდა სცადოთ?

როგორ გავამარტივოთ ეს პროცესი? აირჩიეთ თავისუფალი დღე, უმჯობესია შაბათი ან კვირა,  რათა ახალი კვირისთვის მშვიდად დაიწყოთ  საკვების მომარაგება და მომზადება.

კერძების წინასწარ გამზადება ყოველდღიურობას უფრო მარტივს ხდის. ძილის წინ მომავალი დღის მენიუს მოფიქრება ხშირად დამღლელია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დროზე, რაც ყოველდღიურად სადილის თუ ვახშმის მომზადება მოითხოვს. მარტივი წესების გათვალისწინებით ბევრი დროის და ენერგიის დაზოგვაა შესაძლებელი:

  1. შეიარაღდით!

უმჯობესია, თუ წინასწარ დიდი რაოდენობის პროდუქტს არ მოიმარაგებთ.  მთავარია ის კერძები, რომელთა დამზადებასაც აპირებთ,  სასარგებლო და საჭირო ინგრედიენტებით იყოს გამდიდრებული.

აუცილებლად დაგჭირდებათ:

  • ერთი ან ორი დიდი ზომის ტაფა
  • დიდი ზომის ქვაბი
  • რამდენიმე კონტეინერი საკვების შესანახად
  • პატარა ჩანთები თხილეულობის და სასუსნავების თან სატარებლად

მომზადების დაწყებამდე ყველაფერი დაალაგეთ.  ეცადეთ საკვები გამდიდრებული იყოს  ცილებით და ბოსტნეულით. ეს კომბინაცია თავს მეტად დანაყრებულად გაგრძნობინებთ.  რა თქმა უნდა, საკვების რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ, თუმცა კარგი იქნება გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • გამოყავით ცალკე ქვაბი და ტაფა ერთი სახის პროდუქტის მოსამზადებლად, როგორიცაა ბრინჯი, ლობიო, ჩილი…
  • შესაძლებელია ცილებისა და ბოსტნეულის შერევა ინდივიდუალურად, სასურველი გემოვნების მიხედვით

მთელი კვირის მენიუს  დაგეგმვა ამარტივებს ცხოვრებას, თუმცა მნიშვნელოვანია დავიწყოთ  მცირედით. თუ ხუთი ან შვიდი დღისათვის წინასწარ გამზადება ძალიან დამღლელი გეჩვენებათ, დაიწყეთ მხოლოდ ორი დღით. მოამზადეთ   ინგრედიენტები ისე, რომ  დღის განმავლობაში ორჯერ  მაინც შეძლოთ საკვების მიღება.

  1. 2შოპინგი და მომზადება

როდესაც მენიუს დაგეგმავთ, დგება საჭირო პროდუქტების  მომარაგების დრო. ჩამოწერეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი, რაც კერძებისთვის გჭირდებათ. სიის შედგენა  ძალიან მოსახერხებელია. ეს   დაგეხმარებათ სახლში ყველა საჭირო ინგრედიენტით დაბრუნდეთ,  ასევე დრო დაზოგოთ   საყიდლებზე.

მომზადების დაწყებისას, შეეცადეთ მაქსიმალურად ეფექტურად დახარჯოთ დრო და არ გადაიღალოთ. თუ საკითხს სწორად მიუდგებით, მზადების პროცესმა 1-2 საათზე მეტი არ უნდა წაიღოს.

  1. დააფასოეთ!

მოამზადეთ ყველაფერი? გილოცავთ! ახლა დროა  ყველაფერი ისე დააფასოოთ, რომ მთელი კვირის მანძილზე ადვილად შეძლოთ მათი გადანახვა.

  1. მოიმარაგეთ საჭირო კონტეინერიები. უმჯობესია პატარა ზომის, რადგან მათ თან ტარება არ გაგიჭირდეთ
  2. სალათები და  საკმაზი ცალ-ცალკე შეინახეთ
  3. მიირთვით გეგმის მიხედვით

წარმოიდგინეთ, რომ უკვე მზად გაქვთ  მთელი კვირისთვის განკუთვნილი გემრიელი საკვები. რითი უნდა დაიწყოთ?

გასათვალისიწნებელია , რომ ცხოველური ცილები ყველაზე სწრაფად კარგავენ თავიანთ სასარგებლო თვისებებს.  ცხელი საკვები ქვაბიდან შეგიძლიათ მაშინვე გადაიტანოთ შუშის კონტეინერში, თუმცა სანამ მაცივარში შედგამთ, უმჯობესია დაელოდოთ, ვიდრე ის ოთახის ტემპერატურას არ მიიღებს.

ამის შემდეგ უკვე მთელი კვირის მანძილზე შეძლებთ მშვიდად მიირთვათ წინასწარ გამზადებული საუზმე და სადილი, აღარ დაკარგოთ დრო პროდუქტების შეძენასა და საკვებზე ფიქრში. წინასწარ გაწერილი მენიუ თქვენს ცხოვრებაში მეტ სიჯანსაღეს და დისციპლინას შემოიტანს.

პროცესის გასამარტოვებლად რამდენიმე ვიდე-ინსტრუქციას გთავაზობთ:

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: