კიმ ჯონსის პირველი კოლექცია Dior Pre-Fall 2019

Dior-ის სახლის მამაკაცის ხაზის დიზაინერმა კიმ ჯონსმა Pre-Fall 2019-ის კოლექცია ტოკიოში წარმოადგინა.

თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ მოდის სახლმა შოუ იაპონიაში პირველად გამართა.

პოდიუმის ცენტრში იაპონელი ჰიპერ რეალისტი არტისტის, ჰაჯიმე სორაიამას გიგანტური ქალი-ანდროიდი აღიმართა, მოდელები კი მის გარშემო მოძრაობდნენ.

მხატვრის ხელწერა აქსესუარებშიც ჩანს, რომელიც მატერიით Dior Oblique შეიქმნა. ასევე სორაიამამ ბრენდისთვის ლოგოს ახალი ვერსიაც შეიმუშავა.

თავად კოლექციის ინსპირაცია ქუჩა იყო, მეტალის ელემენტებით სავსე. პალტოები, პიჯაკები, კლასიკური კიმონოები წარსულსა და მომავალს შორის კომპრომისს ქმნიან.

კომენტარი
%d bloggers like this: