კიტ ჰარინგისა და როუზ ლესლის ქორწილის თარიღი ცნობილია

23 ივნისს კიტ ჰარინგისა და როუზ ლესლის ქორწილი გაიმართება. ამის შესახებ ჰარინგმა საკუთარ  Instagram-ზე ოფიციალურად განაცხადა.

როგორც უცხოური გამოცემები იტყობინებიან, ქორწილი აბერდინშირის ციხესიმაგრეში გაიმართება, რომელიც ტრადიული შოტლანდიური სტილის ნაგებობაა. დრეს-კოდი მამაკაცებისთვის კილტია, მთავარი სასმელი კი – ვისკი. მათ ქორწილისთვის ორიგინალი მოსაწვევებიც დაამზადეს.

შეყვარებულებმა ქორწილში 200-მდე სტუმარი მიიწვიეს, მათ შორის სერიალ “სამეფო კარის თამაშების” გადამღები ჯგუფი, რომელზე მუშაობის პერიოდში ერთმანეთი გაიცნეს.

კიტი და როუზი 2012 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს, 2017 კი დაინიშნენ.

 

კომენტარი
%d bloggers like this: