კიტ ჰარინგტონმა “სამეფო კარის თამაშების” თემატური საქორწილო მოსაწვევები დააგზავნა

საქორწინო მოსაწვევების შექმნისას სასურველია ისინი შეძლებისდაგვარად უნიკალური გავხადოთ. “სამეფო კარის თამაშების” მსახიობების კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის საქორწინო მოსაწვევებისთვის შთაგონების წყარო წარმატებული სატელევიზიო შოუ გახდა. მსახიობებმაც ერთმანეთი მის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰარინგტონის და ლესლის მოსაწვევებზე დატანებულია მარკა ჯონ სნოუს გამოსახულებით  “სამეფო კარის თამაშებიდან” . Daily Mail-ის ინფორმაციით ქორწილზე 200 სტუმარი მოიწვიეს. ცერემონია კი შოტლანდიურ ციხესიმაგრეში გაიმართება.

მსახიობებმა ქორწილის ორგანიზება ძალიან სწრაფად მოახერხეს, რადგან ერიდებიან შოუს მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებს, რომლებმაც შესაძლოა ცერემონიაზე დასწრება მოისურვონ.

შეზღუდული რაოდენობის მარკები სერიალის პერსონაჟების გამოსახულებით ბრიტანულმა საფოსტო სერვისმა ამ წლის დასაწყისში გამოსცა. შოუსა და მარკების გულშემატკივრებს  ჯერ კიდევ შეუძლიათ მათი შეძენა Royal Mail-ის საშუალებით.

კომენტარი
%d bloggers like this: