კომპანიამ Microsoft უსინათლო ადამიანებისთვის ვირტუალური რეალობის სისტემა შექმნა

კომპანიამ Microsoft უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის ვირტუალური რეალობის სისტემა შექმნა, რომელიც ხმებსა და შეგრძნებებს იმიტირებს.სისტემა შედგება ლითონის წელზე სამაგრი ძელისგან, მოკლედ ჯოხისგან, ჩაფხუტისა და საყურისებისგან. ვირტუალურ რეალობაში ჯოხი გაცილებით გრძელია. როდესაც ის გამოგონილ ნივთებს ხვდება, კარგად გათვლილი ვიბრაციის სისტემა ირთვება, საყურისები კი შესაბამის ხმას გამოსცემენ.

Microsoft-ის ინჟინრებმა საპრეზენტაციო ვიდეო გამოაქვეყნეს. 2017 კომპანიამ უკვე გამოიშვა აპლიკაცია უსინათლო ადამიანებისთვის Seeing Al, რომელიც მათ ეხმარება გაიგონ სად იმყოფებიან და რა საგნებია მათ გარშემო.

კომენტარი
%d bloggers like this: