კონგრესში გამოსვლის შემდეგ მარკ ცუკერბერგის ქონება 3 მილიარდით გაიზარდა

CNN Money-ს ცნობით, აშშ-ს მთავრობისთვის მიცემული ორდღიანი ახსნა-განმარტების შემდეგ მარკ ცუკერბერგის ქონება 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Facebook-ის დამფუძნებელმა მთლიანობაში მთავრობის სხდომაზე 10 საათი გაატარა.

ცუკერბერგის სიტყვით გამოსვლის მომენტიდან Facebook-ის აქციების ფასი 4,5 პროცენტით გაიზარდა. მარკი კომპანიის 401,4 მილიონ აქციას ფლობს და ახლა მისი ქონება 66 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შედეგად, Forbes-ის შეფასებით, ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეშვიდე ადგილზეა.

Facebook-ის საბაზრო ღირებულება 23 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, პლატფორმის აქციები ძველ დონეს ჯერ ვერ დაუბრუნდა, რაც მას ტექნიკულ კომპანიებს შორის ყველაზე არამომგებიანს ხდის.

Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ Facebook-ი თითქმის 60 მილიარდით გაიაფდა. ამ პროცესს სულ სამი დღე დასჭირდა, ცუკერბერგის ქონება კი სკანდალის პირველ დღეს 6 მილიარდით შემცირდა.

კომენტარი
%d bloggers like this: