კრისტი ტარლინგტონ ბერნსი H&M Conscious Exclusive-ის სახელი გახდა

ლეგენდარულმა მოდელმა შვედური ბრენდის სამოსი მოირგო.

Conscious Exclusive-ის მეშვიდე კოლექცია ეკო-მოდის ფართო შესაძლებლობეს გვიზიარებს, მისი კონცეფცია თანამედროვე ტექნოლოგიისა და კარგად ნაცადი მეთოდების შერწყმაა. H&M ხშირად მუშაობს ინოვაციური მატერიების გამოყენებით, მაგალითად, გადამუშავებული პოლიესტერი, თევზსაჭერი ბადე და ორგანული სელი. ამ სეზონიდან მათ დაემატა Econyl, რომლის ბოჭკოებისგან ძალიან თხელი და გამჭვირვალე მატერია მზადდება, ასევე, გადამუშავებული ვერცხლი, რომლისგანაც საიუველირეო სამკაულებს ქმნიან.

კოლექციის შთაგონება ლარსონების ცნობილი შვედური ოჯახის გობელენის კოლექციაა, მისი სახე კი სუპერმოდელი და ორგანიზაციის Every Mother Counts დამფუძნებელი კრისტი ტარლინგტონ ბერნსი გახდა. კრისტის გარდა ფოტოსესიაში აამიტო ლაგუმი და ჰიდრე დუკაუსკაიტე მონაწილეობენ.

Conscious Exclusive-ის ახალი კოლექცია 19 აპრილიდან H&M-ის ყველა მაღაზიაში ხელმისაწვდომი იქნება.

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: