კუნძულ კორფუზე სასტუმრო იხსნება რომელიც არისტოტელე ონასისს ეკუთვნოდა

კომპანია Marriott International 15 ივლისს ბერძნული კუნძულ კორფუს აღმოსავლეთ სანაპიროზე სასტუმროს – Domes Miramare, a Luxury Collection Resort, Corfu-ს ხსნის, რომელიც 60-იან წლებში აშენდა და თავდაპირველად ცნობილ მილიარდერ არისტოტელე ონასისს ეკუთვნოდა.

დიზაინ-ბიურო Kristina Zanic Design Consultants-ის გუნდმა სასტუმრო განაახლა და არქიტექტორ ჰარალამბოსა სფაელოსას პროექტის ორიგინალური სტილი შეუნარჩუნა. ახლა სასტუმრო დამსვენებლებს 113 ნომერსა და ვილას სთავაზობს. კრემისფერ-მონაცრისფრო ტონებში შესრულებული ინტერიერი ხმელთაშუაზღვისპირეთის ატმოსფეროს ინარჩუნებს, ექსტერიერი კი მარმარილოთი და მოზაიკითაა მოპირკეთებული. კომპლექსში ასევე შევიდა რამდენიმე რესტორანი და ბარი.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაკავდნენ იოგით, ველნელ-პროცედურებით ან გაემგზავრონ ექსკურსიაზე ძველი ქალაქის მოსანახულებლად, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

Domes Miramare-ში ნომრის ფასი 229 ევროდან იწყება.

კომენტარი
%d bloggers like this: