კარლ ლაგერფელდის ადგილს მისი მარჯვენა ხელი დაიკავებს

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ Chanel-ის სახლში მის ადგილს მთავარი დიზაინერის პოზიციაზე ვირჯინი ვიარი დაიკავებს.

ვირჯინი კარლის მარჯვენა ხელი იყო და ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატურად გამოდიოდა პოდიუმზე დიზაინერთან ერთად.

Chanel-ის უკანასკნელი კუტიურ-შოუს დასასრულს ლაგერფელდი პოდიუმზე არ გამოჩენილა, მის ნაცვლად სტუმრების წინაშე შავებში ჩაცმული ვირჯინი ვიარი – კარლის მარჯვენა ხელი წარსდგა.

კომენტარი
%d bloggers like this: