ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმის პირველი კადრები

ქსელში ლარს ფონ ტრიერის ახალი თრილერის “სახლი, რომელიც ჯეკმა ააგო” პირველი კადრები გამოჩნდა. ფოტოებზე უმა თურმანის და მეთ დილონის შეშფოთებული სახე და ცელოფანში გადახვეული სისხლიანი გვამი ჩანს.

ფილმის მოქმედება 1970-1980 წლებში ხდება. მთავარი გმირი, მანიაკი ჯეკი ახერხებს საკუთარი მსხვერპლი არტ-ობიექტად აქციოს და ყოველ ჯერზე ხელიდან დაუსხლტეს პოლიციას.

 

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა კანის 71-ე კინოფესტივალზე შედგება. ტრიერი 7-წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალზე პირველად დაუშვეს. ლარს ფონ ტრიერს კანის ფესტივალზე ფილმების ჩვენება 2011 წელს აუკრძალეს. ამის მიზეზი რეჟისორის მიერ ფილმ “მელანქოლიის” პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება გახდა, რომელშიც ტრიერმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერმა “ბევრი არასწორი საქციელი ჩაიდინა”, მაგრამ მის მიმართ შესაძლებელია “სიმპათიით განწყობა”.

კომენტარი
%d bloggers like this: