მაკიაჟის ახალი კოლექცია Gigi Hadid X Maybelline

შემოდგომის სეზონზე Maybelline New York-მა მაკიაჟის ახალი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდთან კოლაბორაციით შექმნა. ჯიჯი უკვე მესამე წელია ბრენდის უცვლელი სახეა.

ახალ კოლექციაში Gigi Hadid X Maybelline მაკიაჟის ორი ნაკრები შედის: East Coast Glam და West Coast Glow. პირველი ნაკრები მოდუნებული კალიფორნიული სტილით იყო შთაგონებული, რომელიც ჯიჯის ძალიან უყვარს, მეორე კი ნიუ-იორკის გადარეული რიტმით, სადაც მოდელი დიდ დროს ატარებს.

 

940x519_1_fb7dd89df78d4b363916b5b17ff84ac0@3151x1742_0xc35dbb80_19895448321508849587

East Coast Glam-ის საშუალებით ჯიჯი რუჯის ეფექტის მქონე მსუბუქი მაკიაჟის გაკეთებას გვთავაზობს, მგრძნობიარე ტუჩებითა და პასტელური სმოუქი თვალებით. ნაკრებით West Coast Glow კი იდეალური საღამოს მაკიაჟის შექმნაა შესაძლებელი, აქცენტებით ტუჩებზე და თვალებზე.

კოლექციის ბესთსელერია უნივერსალური პალიტრა Jetsetter, რომელიც საგანგებოდ მათთვის შეიქმნა, ვინც ბევრს მოგზაურობს. კომპაქტური ფორმა დიდ ადგილს არ იკავებს და ამავდროულად მასში ყველა საჭირო პროდუქტია დაწყებული კონსილერით, დამთავრებული თვალის ჩრდილებით. ახალი პალიტრა გაყიდვების დაწყებიდან ნახევარ საათში გაიყიდა.

940x519_1_793bd74eb29804d4c007ec0a2a3b5d5d@3151x1742_0xc35dbb80_13904946421508849597

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: