მარგო რობი კვენტინ ტარანტინოს ფილმში ითამაშებს

2019 წლის 9 აგვისტოს კვენტინ ტარანტინოს მეცხზე ფილმის “ერთხელ ჰოლივუდში” პრემიერაა დაგეგმილი. ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პროექტში მონაწილეობას ლეონარდო დიკაპრიოს და ბრედ პიტის ვარსკვლავური დუეტი მიიღებს.

ხმები, იმის შესახებ, რომ სამსახიობო ნაკრებს მარგო რობიც შეუერთდებოდა, დიდი ხანია ისმოდა და როგორც იქნა Sony-სგან ოფიციალური დადასტურება მივიღეთ. მარგო რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლის, მსახიობ შერონ ტეიტის როლს შეასრულებს. ტეიტი 1969 წელს სასტიკად მოკლედ ჩარლს მენსონის კომუნის წევრებმა. მსახიობი მაშინ ცხრა თვის ორსული იყო.

ლეონარდო დიკაპრიოს სატელევიზიო ვესტერნების ვარსკვლავის, რიკ დალტონის როლი შეხვდა, ბრედს კი კლიფ ბუტის, მისი მეგობრისა და დუბლიორის. დიკაპრიოს გმირი პოლანსკის მეზობლად ცხოვრობს, იმ პერიოდში, როდესაც ჩარლზ მენსონის კულტი აქტიური ხდება. დიკაპრიოს და რობის უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება მარტინ სკორსეზეს ფილმში “უოლ-სტრიტის მგელი”.

ზემოთნახსენები მსახიობების გარდა ფილმში ტიმ როტს, კურტ რასელს, მაიკლ მედსენს და ბერტ რეინოლდს ვიხილავთ. ფილმის გადაღება ამ წლის ივნისში დაიწყება.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: