მარიო ტესტინოს სააგენტო ნიუ-იორკში იხურება

WWD-ს ცნობით ნიუ-იორკში კრეატიული სააგენტო Mariotestino+, რომელიც თავად ცნობილმა ფოტოგრაფმა დააარსა, იხურება. მან წელიწადიც არ იმუშავა, ხოლო ხელმძღვანელმა – ბრიგიდ უოლშმა პოსტი ჯერ კიდევ მარტში დატოვა. მასთან სამი თანამშომელიც გაყვა. პროექტის ძირითადი ოფისი ლონდონში ჯერჯერობით მუშაობას აგრძელებს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტოს Instagram-აქაუნთი იანვრის შემდეგ არ განახლებულა, მიუხედავად იმისა, რომ 25 ათასი გამომწერი ჰყავს. თავად ფოტოგრაფი კომერციულ პროექტებზე მუშაობას განაგრძობს, მაგრამ დამკვეთების ვინაობა უცნობია.

მარიო ტესტინომ საკუთარი სააგენტო 2007 წელს გახსნა. თავდაპირველად მას ერქვა Higher & Higher, ხოლო 2013-ში ფოტოგრაფმა საკუთარი სახელი დაარქვა. სააგენტოს კლიენტებს შორის იყვნენ Burberry, Carolina Herrera, Vogue და Mercedes-Benz.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ტესტინო სექსუალურ შევიწროებაში ცამეტმა მამაკაცმა-მოდელმა და ასისტენტმა დაადანაშაულა. სკანდალის შემდეგ ფოტოგრაფთან საქმიანი ურთიერთობა ყველა მსხვილმა გამოცემამ შეწყვიტა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: