მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მემკვიდრე მარტა ორტეგა დაოჯახდა

16 ნოემბერს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მემკვიდრე დაოჯახდა. 34 წლის მარტა ორტეგა Inditex Group-ის მფლობელის, ამანსიო ორტეგას ქალიშვილია.

ორტეგა-მამა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულში შედის.

მარტა თავის ბოიფრენდ, სამოდელო აგენტ კარლოს ტორერას ცოლად გაყვა.

თვეზე მეტი ინსაიდერები “მკითხაობდნენ” თუ რომელი დიზაინერი გახდებოდა მარტას რჩეული. მათ სიაში შევიდნენ როგორც მათი კუთვნილი ბრენდის, Zara-ს დიზაინერები, ასევე ცნობილი მოდის სახლები.

საიდუმლოს ფარდა Valentino-ს სახლის დიზაინერმა, პიერპაოლო პიჩოლი ახადა. პატარძალს არაჩვეულებრივი გემოვნება აღმოაჩნდა, კაბა კი სადა და დახვეწილი გამოვიდა.­

ტრადიციული თეთრის ნაცვლად მარტამ ღია ვარდისფერი კაბა შეარჩია, რომელიც სინამდვილეში, ბლუზისა და ბოლოსგან შედგებოდა.

საქორწინო წვეულება ესპანური ლა-კორუნიადან 20 კილომეტრში გაიმართა.

400 სტუმარზე გათვლილი ქორწილი უზარმაზარ საცხენოსნო ცენტრში გადაიხადეს, რომელიც ორტეგამ, იცოდა რა მისი ცხენებით გატაცების შესახებ,  ქალიშვილისთვის 2000 წელს ააგო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტას პირველი ქმარი ცნობილი სპორტსმენია და მათ საერთო ვაჟი ჰყავთ.

ქორწილის ორგანიზატორებმა სივრცე ასობით ჩირაღდნით მორთეს, წვეულების კულმინაცია კი უზარმაზარი ტორტი გახდა.

ქორწილის მეორე დღეს წვეულება გაგრძელდა და ყურადღების ცენტრში კვლავ პატარძლის სამოსი მოექცა. ამჯერად მარტამ ოქროსფერი ატლასის, ხოლო შემდეგ ვარდისფერი, მოცულობითი კაბა მოირგო, რომელიც კვლავ Valentino-ს სახლს ეკუთვნის.

შთამბეჭდავი იყო ქორწილის მუსიკალური მხარეც. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ

მსოფლიო დონის სამი მუსიკოსი: ნორა ჯონსი, ჯეიმი კალუმი და ჯგუფი Coldplay.

სიძე-პატარძალმა პირველი ცეკვა კრის მარტინის შესრულებულ სიმღერაზე — All I Can Think about Is You იცეკვა.

ცნობილი ადამიანებიდან სტუმრებს შორის იყვნენ, რა თქმა უნდა, პიერპაოლი პიჩოლი მეუღლითა და ქალიშვილით, დიზაინერები ნარცისო როდრიგესი და სტეფანო პილატი.

ქორწილის ფოტოგრაფად კი ლეგენდარული პიტერ ლინდბერგი მიიწვიეს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: