მარტივად: თევზი ბოსტნეულით

ინგრედიენტები:

ნებისმიერი ცხიმიანი თევზი – 2-3 ცალი

სტაფილო – 2 ცალი

ხახვი – 2 ცალი

ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

მარილი, წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესი:

თევზი გაასუფთავეთ და დაჭერით. შემდეგ ორივე მხრიდან შეწვით 10 წუთის განმავლობაში მცირე ოდენობის კარაქში ან ზეითუნის ზეთში, ცოტა წყალი დაუმატეთ. თევზს თავზე დაახურეთ და წყლის სრულ დაშრობამდე მოთუშეთ.

დაამატეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა და აურიეთ. მოთუშეთ კიდევ 15 წუთი.

კომენტარი
%d bloggers like this: